ავტორი:

შარლიზ ტერონის "ცხელი შვებულება" ჰავაიზე - 50 წლის მსახიობი ბიკინიში შესანიშნავად გამოიყურება (ფოტოები)

შარლიზ ტერონის "ცხელი შვებულება" ჰავაიზე - 50 წლის მსახიობი ბიკინიში შესანიშნავად გამოიყურება (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი დასასვენებლად ჰავაის კუნძულებს ეწვია. 50 წლის მსახიობი პაპარაცებმა სანაპიროზე მაშინ დააფიქსირეს, როდესაც მზის აბაზანებს იღებდა და ოკეანეში ნებივრობდა.

  • ვარსკვლავმა არჩევანი მკვეთრ ყვითელ ბიკინიზე შეაჩერა, რომელმაც მისი იდეალური ფიგურა კიდევ უფრო გამოკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ტემპერატურა მსახიობისთვის ცოტა ცივი აღმოჩნდა, ის მაინც კარგ განწყობაზე იყო და ოკეანეში მხიარულად ერთობოდა.

შვებულება შვილებთან ერთად

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შარლიზი კუნძულზე შვილებთან, ჯექსონთან და ავგუსტთან ერთად იმყოფება, თუმცა პაპარაცებმა მხოლოდ მსახიობის დაფიქსირება მოახერხეს. შარლიზი ცნობილია იმით, რომ შვილების პირადი ცხოვრების გასაჯაროებას მაქსიმალურად ერიდება და მათ ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს.

  • მსახიობი ხშირად მოგზაურობს ოჯახთან ერთად. გასული წლის დეკემბერში მან შვილები და დედა მექსიკაში, ლოს-კაბოსში წაიყვანა, მანამდე კი Disney World-ში იმყოფებოდნენ.

მარტოხელა დედობა და პირადი ცხოვრება

შარლიზ ტერონი ყოველთვის ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ის მარტოხელა დედაა. მან შვილები 2012 და 2015 წლებში იშვილა. მსახიობის თქმით, შვილად აყვანა მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და არა "მეორე ვარიანტი".

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ტერონს სხვადასხვა დროს ურთიერთობა ჰქონდა სტიუარტ ტაუნსენდთან და შონ პენთან. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამჟამად კოლეგებთან პაემნებზე სიარულის "ნულოვანი ინტერესი" აქვს.