“დღეის მდგომარეობით, ის ცხოველები, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, დარჩენილი 29-იდან 12, დღეს დაბრუნდება ტერიტორიაზე. დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის; ეს სავარაუდოდ მოხდება დღეს საღამოს ან ხვალ დილით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონქვემდებარე აქტებმა დააზუსტა, რომ მიკედლების გარდა, აღნიშნულ ტერიტორიებზე, და ამ ტერიტორიებს შორისაა აგრარული ბაზარიც, სურსათის უვნებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე, იკრძალება ძაღლების ყოლა.
მისივე თქმით, განკარგულებამ განსაზღვრა, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს ძაღლების დაბრუნებაც.
“დღეის მდგომარეობით, ის ცხოველები, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, დარჩენილი 29-იდან 12 დღეს დაბრუნდება ტერიტორიაზე. დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის; ეს სავარაუდოდ მოხდება დღეს საღამოს ან ხვალ დილით“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
იხილეთ ასევე:
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძაღლებს დააბრუნებენ ზუგდიდის ტერიტორიაზე და არა დაუსახლებელ ადგილებზე.