ნეპალის პოლიციამ ევერესტის გიდებს ორგანიზებულ დანაშაულსა და თაღლითობაში ბრალი წაუყენა. გავრცელებულ ინფორმაციით, ისინი “განზრახ უქმნიდნენ ტურისტებს ჯანმრთელობის პრობლემებს - საკვებში ფარულად ურევდნენ ნივთიერებას, რომელიც სიმაღლის ავადმყოფობის მსგავს სიმპტომებს იწვევდა“. შედეგად, საჭირო ხდებოდა მათი ევაკუაცია, რაც, როგორც წესი, ვერტმფრენით ხორციელდება და ძალიან ძვირი ჯდება.
Kathmandu Post-ის ინფორმაციით, შეთქმულებაში მონაწილეობდნენ სალაშქრო კომპანიების მფლობელები, ვერტმფრენის ოპერატორები და საავადმყოფოს ხელმძღვანელები. გამოძიების თანახმად, ეს სქემა მიზნად ისახავდა სადაზღვევო კომპანიებისგან დიდი თანხების მიღებას. მიღებული თანხა კი უკანონოდ ნაწილდებოდა სქემაში მონაწილე მხარეებს შორის.

ეს არაა პირველი მსგავსი სკანდალი ნეპალის ტურიზმის ინდუსტრიაში. ბოლო წლებში რამდენიმე მსხვილმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტურისტების დაზღვევა შეწყვიტა, რაც თაღლითობის შემთხვევების მატებას უკავშირდება.
2018 წელს ნეპალის მთავრობამ გააუქმა ყველა შუამავალი, რომელიც ტურისტებისთვის საგანგებო ევაკუაციის ორგანიზებაში მონაწილეობდა და ოპერატორებს დააკისრა სრული იურიდიული პასუხისმგებლობა თავიანთ კლიენტებზე.
იხილეთ ასევე: