ავტორი:

წელს "ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესების“ გამომუშავებული დენის 97% აფხაზეთმა უფასოდ წაიღო - როგორია მოხმარების მაჩვენებელი?

წელს "ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესების“ გამომუშავებული დენის 97% აფხაზეთმა უფასოდ წაიღო - როგორია მოხმარების მაჩვენებელი?

2026 წლის იანვარ-თებერვალში "ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესების“ კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 97% აფხაზეთმა წაიღო - ამაზე მიუთითებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) 2026 წლის საბალანსო მაჩვენებლები.

კერძოდ, 2 თვეში (იანვარ-თებერვალი) "ენგურჰესმა“ და "ვარდნილჰესებმა“ 229.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, აქედან "ენგურჰესმა“ - 174.9 მლნ კვტ.სთ; ხოლო "ვარდნილჰესებმა“ - 54.9 მლნ კვტ.სთ.

ამავე საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ ჯამში [მოხმარება] 572.4 მლნ კვტ.სთ შეადგინა. აქედან 349.3 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან იმპორტი იყო, დარჩენილი 223.1 მლნ კვტ.სთ კი ოკუპირებულმა რეგიონმა სწორედ "ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესებისგან“ მიიღო. შესაბამისად, გამოდის, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში აფხაზეთმა აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული დენის 97% მოიხმარა.

  • უფასო რუსული დენი სრულად უფასო "ენგურჰესის“ ელექტროენერგიამ ჩაანაცვლა

ცნობისათვის,აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები "ენგურის“ და “ვარდნილის“ ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, "ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესების“ (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. გააგრძელეთ კითხვა