აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე "ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე გახდა. ფარული კენჭისყრის შედეგად, ცოტნე ანანიძე უმრავლესობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს.
ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართულმა ოცნება“ წარადგინა.
ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დავით გაბაიძემ ცოტა ხნის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დაიბადა 1987 წლის 1-ელ აგვისტოს, ქობულეთში.
2008-2013 წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა - სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის მაგისტრი;
2004-2008 წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნე, ბაკალავრის ხარისხი, კვალიფიკაცია იურისტი
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი

2005-2007 წწ. - ბრიტანული სტილის საპარლამენტო დებატების მონაწილე
2007-2010 წწ. - სტუდენტური აქციების ორგანიზატორი
2010-2011წწ. - პოლიტიკური გაერთიანება "დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
2013-2014 წწ. - აჭარის ტელევიზია - თოქ-შოუ "სამართალი ხალხისთვის“ ავტორი და წამყვანი
2014-2016წწ. - სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ პოლიტიკური თოქ-შოუ "პირისპირ“ ავტორი და წამყვანი
2014-2016წწ. - სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის პირველი მოადგილე მაუწყებლობის დარგში
2016-2020წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომრე;
15.12.2020 წლიდან დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2011-2012წწ. - საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური პატიმარი
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ცოტნე ანანიძე დასაოჯახებელი.
"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარე.
ცოტნე ანანიძემ საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვარში შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზე არ ფიქსირდება არც მოძრავი და არც უძრავი ქონება.