როგორი უნდა იყოს მკერდის საუკეთესო იმპლანტი - საშა კალანტაროვის რეკომენდაციები

როგორი უნდა იყოს მკერდის საუკეთესო იმპლანტი - საშა კალანტაროვის რეკომენდაციები

მკერდის პლასტიკა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური პროცედურაა. თუ ადრე ეს ოპერაცია რისკებთან და ხანგრძლივ რეაბილიტაციასთან ასოცირდებოდა, თანამედროვე მედიცინამ ის მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულ პროცესად აქცია. ბოლო ათი წლის მანძილზე, მკერდის გადიდების ოპერაციების რაოდენობამ მსოფლიოში 30%-ით იმატა. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მკერდის პლასტიკა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მოთხოვნად პროცედურად იქცა. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ ოპერაციის მიმართ ნდობა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან თანამედროვე იმპლანტები პაციენტს მაქსიმალურ კომფორტს და ნატურალურ შედეგს სთავაზობს.

ამ თემაზე უფრო ვრცლად პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, მედიცინის დოქტორი საშა კალანტაროვი გვესაუბრება.

მედიცინა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ის, რაც 10 წლის წინ ინოვაციის პიკი გვეგონა, დღეს შესაძლოა მოძველებულად ჩაითვალოს. დღევანდელი გადასახედიდან, რა არის ყველაზე დიდი რევოლუცია მკერდის პლასტიკაში, რამაც პაციენტისთვის ოპერაცია შიშის მომგვრელი პროცედურიდან მაქსიმალურად უსაფრთხო კომფორტამდე მიიყვანა?

- დავიწყოთ იმით, რომ ლამაზი მკერდი ყველა ეპოქაში ერთგვარი ესთეტიკური ფეტიში იყო როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ეს ბუნებრივია, ახალშობილიც კი დაბადებისთანავე არაცნობიერად ეძებს დედის მკერდს. პლასტიკური ქირურგიის განვითარებასთან ერთად, დღის წესრიგში მკერდის გალამაზების საკითხიც დადგა. თავდაპირველად ბევრნაირი მცდელობა იყო: საკუთარი ცხიმის გადანერგვა, სხვადასხვა პრეპარატები, პარაფინი თუ კრემები, თუმცა ყველაზე დიდი ინოვაცია მაინც იმპლანტის შექმნა აღმოჩნდა. თავიდან იმპლანტები საკმაოდ მარტივი იყო: კაფსულა ფიზიოლოგიური ხსნარით ივსებოდა, რომელიც ხშირად სკდებოდა, იწოვებოდა და შედეგიც იკარგებოდა. დღეს კი თანამედროვე მრავალშრიანი, გლუვი თუ ტექსტურირებული კაფსულები და სილიკონის შიგთავსი სრულიად სხვა სტანდარტია. ამჟამად საუკეთესოდ მიიჩნევა მიკროტექსტურირებული იმპლანტები. ისინი საიმედოდ იცავენ რბილ სილიკონს და გვაძლევენ შედეგს, რომლითაც ჩვენც და ჩვენი პაციენტებიც ძალიან ბედნიერები ვართ.

მათთვის, ვინც ახლა გეგმავს მკერდის იმპლანტაციას, რა არის ის უმთავრესი სამი ფაქტორი, რაც ოპერაციამდე უნდა გაითვალისწინონ?

- პირველ რიგში, პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის იკეთებს ოპერაციას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია იმის განსაზღვრა, სჭირდება თუ არა მას მხოლოდ აუგმენტაცია, ანუ გადიდება. არის შემთხვევები, როცა პარალელურად აუცილებელია მკერდის აწევა, რადგან ამის გარეშე სასურველ შედეგს უბრალოდ ვერ მივიღებთ. მესამე ფაქტორი კი იმპლანტის ზომისა და ფორმის სწორად შერჩევაა, რაც ინდივიდუალური პროპორციებიდან გამომდინარეობს. სამივე საკითხის გადაჭრა ექიმის პრეროგატივაა. გამოცდილი სპეციალისტის გარეშე ამ თემებზე მსჯელობა მეზობლებთან ან სოციალურ ქსელებში არასწორია.

დღეს ბაზარზე იმპლანტების დიდი არჩევანია. თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებით, რა მახასიათებლები აქცევს იმპლანტს უსაფრთხოდ და საიმედოდ? თქვენ რომელ იმპლანტს იყენებთ და რატომ?

- ჩემი 30-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, თითქმის ყველა იმპლანტი გამომიყენებია, რომელსაც ევროპული სერტიფიკატი ჰქონდა. საქართველოში რეგულაციები ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა. ჩემი პირადი გამოცდილებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმპლანტის ზედაპირს. უნდა იყოს მაქსიმალურად მიკროტექსტურირებული, შიგთავსი კი რბილი სილიკონის გელი. ეს იდეალური კომბინაციაა.

მითია თუ რეალობა, რომ იმპლანტები 10 წელიწადში აუცილებლად უნდა შეიცვალოს? რა ტიპის უვადო გარანტიას სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიები პაციენტს და როგორ უნდა მოუაროს მან საკუთარ თავს ოპერაციის შემდეგ, რომ შედეგი ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდეს?

- ორი რადიკალურად განსხვავებული მითი არსებობს: 10 წელიწადში იმპლანტის შეცვლა აუცილებელია და მეორე, - იმპლანტი მუდმივია. თანამედროვე იმპლანტები არის უვადო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მთელი ცხოვრება ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაძლონ. შეცვლა საჭირო ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამის სამედიცინო ან ესთეტიკური ჩვენება არსებობს. მაგალითად, თუ კაფსულა დაზიანდა, მკერდმა ფორმა იცვალა ან ქალის სხეულის მოცულობა შეიცვალა და იმპლანტი პროპორციული აღარ არის.

თითქმის ყველა ევროპული ბრენდი იძლევა პირობით გარანტიას, თუმცა ნებისმიერი იმპლანტი შეიძლება დაზიანდეს, თუ მას სათანადოდ არ გავუფრთხილდებით. იმპლანტს არ უყვარს ზედმეტი გარეგანი ზეწოლა. მაგალითად, თუ იმპლანტი მკერდის დიდი კუნთის ქვეშ არის მოთავსებული, არ არის რეკომენდებული მძიმე წონებით ვარჯიში და შტანგის აწევა, რადგან კუნთის მუდმივი ზეწოლა აზიანებს მას ან აუარესებს ესთეტიკურ შედეგს. ამიტომ, აქტიური სპორტით დაკავებულ ქალებს ჩვენ სხვა მეთოდებს ვურჩევთ.

თქვენ ხშირად მუშაობთ Polytech-ის იმპლანტებით. პროფესიული თვალსაზრისით, რატომ ენდობით ამ გერმანულ ბრენდს? რა უპირატესობები აქვს მის გარსსა თუ შიგთავსს სხვა ანალოგებთან შედარებით?

- ქირურგები, როგორც წესი, კონსერვატორები ვართ და ვენდობით იმას, რაც გამოცდილია. Polytech-ს დიდი ხანია ვიყენებთ და ვიცით მისი ხარისხი. ობიექტურად რომ ვთქვა, ამ ბრენდს აქვს საუკეთესო არჩევანი პარამეტრებში - ზომა, სიმაღლე, პროექცია. ასეთი მრავალფეროვნება სხვა ბრენდებში იშვიათია, რაც საშუალებას მაძლევს ნებისმიერი ტიპის გულმკერდისთვის შევარჩიო იდეალური ვარიანტი. ყოველთვის ვეუბნები პაციენტებს: ბრენდის შერჩევა ექიმს მიანდეთ, რადგან მან უფრო მეტი იცის იმპლანტის მახასიათებლებზე. Polytech-ის შიგთავსი ნატურალური სიმკვრივისაა და თუ ის სწორად შერჩეულ „ჯიბეში“ ზის, არაპროფესიონალი ვერც კი მიხვდება, რომ მკერდი ხელოვნური იმპლანტითაა გადიდებული. ჩემთვის მთავარია, პაციენტმა მიიღოს ის შედეგი, რისი სურვილითაც მოვიდა და სწორედ წინასაოპერაციო კონსულტაციებზე ვთანხმდებით საბოლოო ფორმასა და ზომაზე.

ბევრი პაციენტი ითხოვს „ბუნებრივ“ შედეგს. სად მდებარეობს თქვენი ახალი კლინიკა და რა მომსახურების მიღება შეუძლიათ მომხმარებლებს?

- ჩვენი კლინიკა მდებარეობს თბილისში, დიღმის რაიონში, გივი ჟვანიას 4 ნომერში. გვაქვს კომფორტული პარკინგი და მოქნილი გრაფიკი, ვმუშაობთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. პაციენტებს ვთავაზობთ პლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის სრულ სპექტრს, გარდა თმის გადანერგვისა. ჩვენი მიზანია, თითოეულ ადამიანს დავეხმაროთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში.

R