ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა და ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა - პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“.
„ჩვენ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხზე უნდა ვიფიქროთ. მილიტარიზმისკენ მოწოდების ნაცვლად, შენი ქვეყანა გიყვარდეს და გადაარჩინე დონალდ!“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.