ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ მარნეულში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"მარნეულის ცენტრში ახალგაზრდა ბიჭს ყელი გამოუჭრეს. ყელგამოჭრილი ახალგაზრდა გადაიყვანეს კლინიკაში... პ.ს 26 მარტს მედო პოსტი ღამის ჯგუფურ ძალადობაზე და ამბობენ იმ კონფლიქტის გაგრძელება ყოფილაო. ყელგამოჭრილი ახალგაზრდა ზუსტად 26 მარტს დაქორწინდა და ქორწილი ჰქონდა... სხვათა შორის 26 ის კონფლიქტში პოლიცია იყო მისული და ჩხუბის მონაწილეები ჰყავდათ დაკავებულიო ასე გაავრცელა შსს-მ" - წერს ჯეიხუნ მუჰამედალი.
როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.