გაეროს გენერალური მდივანი აშშ-სა და ისრაელს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ხოლო ირანს მეზობლებზე თავდასხმების დასრულებისკენ.
მისი თქმით, უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს და დრამატული იქნება.
როდესაც ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლადებს სუნთქვა არ შეუძლიათ…
ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები.
ირანს - დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”, - განაცხადა გუტერეშმა.