Metro Georgia-მ, Omnibus Express-მა და Georgian Bus-მა რიგ მიმართულებაზე მგზავრობის ფასი გაზარდა. როგორც მგზავრთგადამყვან კომპანიებში "ბიზნესპრენიუსს" განუცხადეს, მგზავრობის საფასური 5 ლარით გაძვირდა, რაც გამოწვეულია ქვეყანაში საწვავის ფასის მატებით.
"5 ლარი დაემატა ბილეთებს. ფასები გაზრდილია ყველა მიმართულებაზე“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ Metro Georgia-ში.
Omnibus Express-ში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, რომ 5 ლარით გაიზარდა მგზავრობის ფასი თბილისი-ქუთაისის მიმართულებით. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სხვა რეისებზე ფასების ზრდა დაგეგმილი არ არის.
"თბილისი-ქუთაისი-თბილისის ღირებულება 30 ლარია, ამ ეტაპზე სხვა რეისებზე ღირებულების გაზრდა არ იგეგმება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ Omnibus Express-ში...განაგრძეთ კითხვა