ავტორი:

მომაკვდინებელი წითელი ქარიშხალი საბერძნეთში: საჰარადან წამოსულმა მტვერმა კრეტა და სანტორინი დაფარა - სად რა ვითარებაა (ფოტოები)

მომაკვდინებელი წითელი ქარიშხალი საბერძნეთში: საჰარადან წამოსულმა მტვერმა კრეტა და სანტორინი დაფარა - სად რა ვითარებაა (ფოტოები)

კრეტას ქარიშხალი “ერმინო“ დაატყდა თავს, საჰარადან წამოსულ მტვრის ღრუბელს კუნძულზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთის რეგიონების ნაწილს ძლიერი ქარიშხალი უტევს, წყალდიდობების გამო შეფერხებულია მოძრაობა, ხოლო აფრიკიდან წამოსულ მტვრის ღრუბელს კუნძულ კრეტაზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, კაცი ხუთშაბათს დილით, ნეა მაკრის სოფლის ტერიტორიაზე, ავტომობილის ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს.

ქარიშხალმა “ერმინიომ“ კრეტაზე ქუჩების დატბორვა გამოიწვია, დაიხურა ზოგიერთი სკოლა და ბორნები, პორტები გაჩერდა, გადაიდო ფრენები. აფრიკიდან წამოსულმა მტვერმა საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრი ჰერაკლიონი, თავადაც საჰარას დაამსგავსა.

  • მტვრის სქელმა ფენამ თითქმის მთლიანად დაფარა ქალაქის პორტი და ცა წითელ-ნარინჯისფერ ფერებში შეღება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეა მაკრიში ამოვარდნილმა წყლის ნაკადმა ავტომობილები წაიღო, ახია ამოსში, ძლიერმა ტორნადომ სატვირთო მანქანა ამოაყირავა, ამოძირკვა ფიჭვის ხეები, დააზიანა სათბურები და კერამიკის ქარხანაში კედლის ნაწილი ჩამოანგრია.

დაზარალდა ცნობილი კუნძული სანტორინიც, მისმა კამკამა ლურჯმა ცამ მკვეთრი ნარინჯისფერი ელფერი მიიღო, რამაც თეთრად შეღებილ შენობებსა და ვულკანურ კლდეებს არაამქვეყნიური იერი მისცა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, მტვრის დონემ ერთ კუბურ მეტრზე 1,000 მიკროგრამს გადააჭარბა რაც უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. საფრთხე განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლად კატეგორიას და ჩამოსულ ტურისტებს ემუქრებათ.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ხუთშაბათს ქვეყნის უმეტეს ნაწილში ცუდი ამინდია მოსალოდნელი „ხანგრძლივი და ინტენსიური წვიმებითა და შტორმებით, ასევე შესაძლოა ადგილობრივი სეტყვა“.

კრეტაზე, განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, ხუთშაბათს შუადღიდან გვიან ღამემდე წითელი განგაშის დონეა გამოცხადებული.

წყარო