ინტერნეტში შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორც ცდილობს არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე თავდამსხმელი უდანაშაულო მგზავრი მომავალი მატარებელი წინ, რელსებში ჩააგდოს.
დაზარალებული, პიტერ მაიკლ უოლბრუნი, ტელეფონის ეკრანს უყურებდა, როდესაც 26 წლის ელისიო მელენდესი უკნიდან დაესხა თავს და რელსებისკენ უბიძგა.

თავდასხმა სიეტლში მოხდა, კადრებში კარგად ჩანს როგორ გამოყოფს მელენდესი თავს ლიფტის უკნიდან, თითქოს ამოწმებს, მოდის თუ არა მატარებელი შემდეგ კი მომლოდინე მგზავრს ზურგის მხრიდან ეპარება და რელსებისკენ უბიძგებს.
საბედნიეროდ უოლბრუნმა წონასწორობის შენარჩუნება შეძლო, მოკლე ჩხუბის შემდეგ თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა.

ქინგის ოლქის შერიფის ოფისის დეტექტივებმა მელენდესი ახლომდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოყენებით დაადგინეს. დაკითხვისას მელენდესმა პოლიციას განუცხადა, რომ ვიდეოში მყოფი “უცხო კაცი შეიძლება მას ძალიან ჰგავს ან სულაც მისი ტყუპია, რომელიც არ ჰყავს“.
დაკავებულის ბიოგრაფიაში არაერთი ძალადობის ფაქტი ფიქსირდება, თუმცა ის შიზოფრენიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის ისტორიის გამო სასამართლოს წინაშე წარსადგომად უუნაროდ ცნეს .
ამჟამინდელ ბრალდებაზე , რაც მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მოსამართლემ შესაბამის უწყებებს მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება დაავალა.