ირანში სახაროვის პრიზის ლაურეატი, ცნობილი უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
ხანდანის თქმით, როდესაც ნათესავები სახლში მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ “ელექტრონული საშუალებები”, მათ შორის ლეპტოპებისა და ტელეფონების კონფისკაცია მოხდა.
ცნობისთვის, სოთუდე 2012 წელს გახდა სახაროვის პრიზის ლაურეატი და ირანში ის რამდენჯერმე იყო დაკავებული.