"წისქვილი ჯგუფი“ 2026 წელს ახალი პროექტით იწყებს, 5 აპრილს კიდევ ერთ რესტორანს ხსნის. ,,ლუდის მოედანი” საბურთალოზე, ალექსანდრე ყაზბეგის 27-ში, წითელი ბაღის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
ახალი ფილიალი საბურთალოზე „წისქვილის“ ერთგულ სტუმრებს საშუალებას მისცემს ქართული ტრადიციული კერძები და რესტორნისთვის დამახასიათებელი გემოები ახლა ქალაქის გულში დააგემოვნონ და ისიამოვნონ თანამედროვე და კომფორტული სივრცით.
„წისქვილი ჯგუფი“ განვითარებას არ წყვეტს და ცდილობს, საზოგადოებას განსხვავებული და საინტერესო სივრცეები წარუდგინოს. ამასთან, შეინარჩუნოს ის მთავარი მახასიათებლები, რომლებიც ასე უყვართ ჩვენს ერთგულ სტუმრებს. ახალი რესტორანი საბურთალოზე ჩვენი მორიგი განსაკუთრებული პროექტია, რომელიც ვფიქრობთ, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, დიდ წარმატებას მოიპოვებს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გიორგი შველიძე.

ახალი რესტორნის კონცეფცია დაფუძნებულია, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე „ლუდის მოედნის“ კონცეფციაზე, რომელიც „წისქვილი ჯგუფის“ ერთ-ერთი პირველი სივრცე იყო. გათვლილია დაახლოებით 200-მდე სტუმარზე და წარმოადგენს ორსართულიან ვიტრაჟული სივრცეს, რომელიც ასევე მოიცავს დახურულ ტერასას. საბურთალოს „ლუდის მოედანი“ გამორჩეულია ინტერიერითაც – მასში გაერთიანებულია როგორც „წისქვილის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ნიშნები, ისე თანამედროვე დეტალები. ორივე სართულზე განთავსებულია ლუდის თემატიკასთან დაკავშირებული პოსტერები, რაც რესტორნის ხასიათს კიდევ უფრო გამოკვეთს.

"ახალ რესტორანში გვაქვს ,,ლუდის მოედნის“ და ,,წისქვილი ტერასის“ გაერთიანებული მენიუ. ტრადიციული ქართული კერძები, ჩემი საავტორო და გრილის კერძები, რომელიც განსაკუთრებით უხდება ლუდს. ლუდის არჩევანი კი აქ მრავალფეროვანი იქნება: ავსტრიული, ჩეხური, გერმანული... ვფიქრობ, ძალიან კარგი სივრცე გამოვიდა, აქ სტუმარს შეუძლია გემრიელად მიირთვას, მაღალი ხარისხის სერვისი მიიღოს და დაისვენოს კარგ გარემოში, - ამბობს, ,,წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.

“წისქვილი ჯგუფისთვის“ საბურთალოს ფილიალის გახსნა ქსელის გაფართოების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანი იყო, ბრენდისთვის დამახასიათებელი ავთენტურობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ნაწილში გადმოგვეტანა და ის აქაურ დინამიკურ რიტმზე მოგვერგო.

რესტორანი საბურთალოზე, რომელიც „ლუდის მოედნის“ კონცეფციის იქნებოდა, არის პირდაპირი პასუხი იმ მაღალ მოთხოვნაზე, რომელიც ერთგული სტუმრებისგან წლების განმავლობაში მოდიოდა. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს საზოგადოებას საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზოს, რაც კარგად აისახება სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებში, როგორებიცაა: „ეთნო წისქვილი“, „წისქვილი ტერასა“, მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ და ახლა უკვე საბურთალოზეც, „ ლუდის მოედანი“. - ამბობს ,,წისქვილი ჯგუფის” მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.

„წისქვილი ჯგუფის“ პირველი რესტორანი „ეთნო წისქვილი“ 2002 წელს გაიხსნა. დღეს კი ის ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და, ახალი ფილიალის გარდა, აერთიანებს თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე 7 რესტორანს – „ეთნო წისქვილს“, „ლუდის მოედანს“, „ღვინის ეზოს“, მცხეთის და წყნეთის ,,წისქვილს“ და „წისქვილი ტერასას“, გარდა ამისა, მულტიფუნქციურ სივრცე,,თეატრს“.
ბმულზე გაეცნობით ,,ლუდის მოედნის“ მენიუს და დამატებით ინფორმაციას.
R