თურქული შოუბიზნესი და ელიტა უმძიმესი სკანდალის ეპიცენტრშია. სტამბოლის პროკურატურამ ცნობილი სახეების წინააღმდეგ მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ვარსკვლავის ბედი გაირკვა. ამ დროისთვის უკვე ცნობილია ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები, რომლებმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო.
ვის დაუდასტურდა ნარკოტიკების მოხმარება?
გამოძიების ფარგლებში, 27 მარტს აღებული სინჯების საფუძველზე, რამდენიმე ცნობილი ადამიანის ტესტი დადებითი აღმოჩნდა. მათ სისხლსა და თმის ნიმუშებში ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი იპოვეს. სკანდალურ სიაში მოხვდნენ:
რაც შეეხებათ სხვა ფიგურანტებს - ქერიმ საბანჯის, გუზიდე დურან აქსოის და ონურ ბიუქჩიუს, მათი ტესტის პასუხები უარყოფითია. საინტერესო დეტალი გამოიკვეთა ბათურაი ოზდემირის შემთხვევაში: მის ორგანიზმში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა, თუმცა თმის ნიმუშში ნაპოვნია ნივთიერება "სერტრალინი" (ანტიდეპრესანტი).

სპეცოპერაცია და დაკავებული ვარსკვლავები
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს სტამბოლის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ერთდროული რეიდები ჩაატარა. გამოძიება "ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება-შენახვისა და მისი მოხმარების ხელშეწყობის" მუხლით მიმდინარეობს.
დაკავების ბრძანება სულ 16 პირზე გაიცა, რომელთა შორის არიან თურქეთის ყველაზე გავლენიანი ოჯახების წევრები და მსახიობები:
ვინ ზის ციხეში და ვის აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა?
სასამართლომ უკვე მიიღო პირველი გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის პატიმრობა შეეფარდა ოთხ პირს: ქორაი სერენლის, ონურ თალაის, სეზგინ ქოისურენს და მუსტაფა თარის.
სხვა ცნობილ სახეებს კი სასამართლომ შედარებით მსუბუქი სასჯელი გამოუტანა, თუმცა მკაცრი შეზღუდვებით:
ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუწესდათ: ქერიმ და ჰაქან საბანჯებს, ბურაქ ელმასს, ფიქრეთ ორმანს, გუზიდე დურანსა და დიდემ სოიდანს.
შინაპატიმრობა მიესაჯათ ფერჰათ აიდინსა და ისმაილ ბერჰამ პერინჩეკლის.
ტუღჩე ოზბუდაქს სასამართლომ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და შინაპატიმრობა შეუფარდა.
ჰანდე ერჩელი პროკურატურაში გამოცხადდა - რა უთხრა გამომძიებლებს ვარსკვლავმა?
მას შემდეგ, რაც თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოპულარულ მსახიობზე, ჰანდე ერჩელზე ძებნა გამოცხადდა, ვარსკვლავი სტამბოლის სასამართლოში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და ჩვენება მისცა.
თურქული გამოცემების (მათ შორის Hürriyet და Sabah) ცნობით, ჰანდემ კატეგორიულად უარყო ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. მან განაცხადა, რომ მისი სახელი ამ სიაში შემთხვევით ან გაუგებრობის გამო მოხვდა. მსახიობმა გამოძიებასთან სრული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და ნებაყოფლობით ჩააბარა ყველა საჭირო ანალიზი (სისხლი და თმის ნიმუში) სიმართლის დასამტკიცებლად.
სასამართლოს გადაწყვეტილება: ჩვენების მიცემის შემდეგ, პროკურატურამ ჰანდე ერჩელი პატიმრობაში არ დატოვა, თუმცა, ვიდრე მისი ტესტების საბოლოო პასუხები არ გახდება ცნობილი, მსახიობს სასამართლო კონტროლი დაუწესდა. ეს იმას ნიშნავს, რომ:
მას დროებით აეკრძალა ქვეყნის დატოვება; ვალდებულია პერიოდულად გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში ხელმოწერისთვის. მსახიობის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მისი ფანები ორ ბანაკად დაყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა, ნაწილი კი გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ ჰანდეს სახელი საბანჯების ოჯახთან დაკავშირებულ ნარკოსკანდალში ფიგურირებს. თავად მსახიობი სოციალურ ქსელში ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
თურქული მედია ხაზს უსვამს, რომ ამავე საქმეზე დაკავებულმა სხვა პირებმა, რომელთა ტესტიც დადებითი აღმოჩნდა, შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელი მიიღონ, ხოლო ჰანდეს ბედი ახლა მთლიანად ლაბორატორიულ დასკვნებზეა დამოკიდებული.
წაიკითხეთ ასევე: