ავტორი:

განსაცვიფრებელი კადრები: გიგანტური ტბის ფსკერზე “დაკარგული ქალაქი“ აღმოაჩინეს, სადაც დრო გაჩერდა: როგორ ცხოვრობდა ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა (ფოტო/ვიდეო)

განსაცვიფრებელი კადრები: გიგანტური ტბის ფსკერზე “დაკარგული ქალაქი“ აღმოაჩინეს, სადაც დრო გაჩერდა: როგორ ცხოვრობდა ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა (ფოტო/ვიდეო)

წყალქვეშა ნანგრევების კვლევისას მყვინთავებმა ბრაზილიის ფურნასის ტბის ფსკერზე დროში გაყინული, “დაკარგული ქალაქი“ აღმოაჩინეს, სადაც ყველაფერი ხელუხლებლად არის შემონახული.

წარმოუდგენელ კადრებში ჩანს წყლის ქვეშ ჩაძირული, შემონახული სახლები, ავტობუსები, შეშის ღუმელები და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქს ახასიათებს.

უფრო მეტიც, ნაგებობების დათვალიერებისას, შიგნით წვრილი ნივთები და ავეჯიც კი დახვდათ.

მკვლევარები გაოგნებულები დარჩნენ ნანახით.

ტბის ფსკერზე დგას Volkswagen Kombi-ს ტიპის ფურგონიც, რომლის ფორმაც, წყლის ქვეშ გატარებული წლების მიუხედავად, კვლავ უწინდებურია.

“ჩვენ მთელი ქუჩა ვიპოვეთ. დავიწყეთ ყველაფრის რუკაზე დატანა. მოვნიშნეთ წერტილები, მაგრამ მაშინვე არ გამოგვიკვლევია,“ - განაცხადა ყვინთვის ინსტრუქტორმა, რობერტო ობვიოსლომ, რომელმაც ათი წელი გაატარა ამ ადგილის შესწავლაში.

  • წყალქვეშა დროის კაფსულა 1963 წლით თარიღდება, როდესაც ფურნასის ჰიდროელექტროსადგურმა მინას-ჟერაისის შტატში მთელი ქალაქები დატბორა. ამან აიძულა მაცხოვრებლები გაქცეულიყვნენ, რადგან წყალმა სახლები, ფერმები და გზები შთანთქა.

ქალაქი დატბორვამდე

86 წლის პენსიონერ აბრაო ალვეს ანდრადეს დღემდე ახსოვს მაშინდელი ქაოსი.

“მამაჩემმა მითხრა: „შეკაზმე ცხენი და წადი ბარა ველაში, რომ ხალხს უთხრა, წყალი მოვარდათქო. მაგრამ ხალხს არ სჯეროდა ჩემი, ამბობდნენ, რომ სულელი ვიყავი“, - იხსენებს ის.

წყარო

იხილეთ ასევე: