ავტორი:

12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს - აშშ-ის სკოლაში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს - აშშ-ის სკოლაში  მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები

აშშ-ში, 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. შემთხვევა ლოს-ანჯელესის სკოლაში მოხდა.

ხიმბერლი ზავალეტა ჩუკიპა 17 თებერვალს, სკოლაში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის უმცროსი დის დასაცავად ჩხუბში ჩაერია, რა დროსაც დროსაც ლითონის წყლის ბოთლი მოხვდა.

დარტყმის შედეგად გოგონას სისხლიდან დაეწყო და კომაში ჩავარდა. თავდასხმის შემდეგ ხიმბერლი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე გაწერეს. თუმცა, სამი დღის შემდეგ სახლში გონება დაკარგა, რის შემდეგაც კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ექიმებმა ტვინში სისხლჩაქცევა აღმოაჩინეს, რამაც მისი მდგომარეობა კრიტიკულად დაამძიმა.

გოგონას გადაუდებელი ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Los Angeles Police Department-მა მკვლელობის გამოძიება დაიწყო. უწყებამ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, უკვე დაკავებულია.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ დარტყმამდე რამდენიმე წამით ადრე მოსწავლეები ერთმანეთს უბიძგებენ და სიტყვიერადაც უპირისპირდებიან. ოჯახის მტკიცებით, სკოლის ადმინისტრაციამ წინასწარ იცოდა ბულინგის შესახებ, თუმცა შესაბამისი ზომები არ მიიღო.

წყარო