ავტორი:

გოგონა, რომელიც 32 წლის წინ პატარა ქალაქიდან გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს

გოგონა, რომელიც 32 წლის წინ პატარა ქალაქიდან გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს

გოგონა, რომელიც 32 წლის წინ პატარა ქალაქიდან გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს - 44 წლის კრისტინა მარი პლანტე სამართალდამცავებმა ამ კვირაში იპოვეს. დამატებითი დეტალები მისი გაუჩინარებისა და აღმოჩენის გარემოებების შესახებ ამ ეტაპზე ზუსტდება.

  • ის ბოლოს 1994 წლის 15 მაისს, 13 წლის ასაკში ნახეს. მისი გაუჩინარება სამართალდამცველებმა თავიდანვე „სახიფათოდ და საეჭვოდ“ შეაფასეს, რამაც ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია გამოიწვია.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, მოხალისეები და სხვადასხვა რეგიონული რესურსი აქტიურად ჩაერთო დაკარგული გოგონას ძიებაში — ქუჩებში ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობდა.

თუმცა, მიუხედავად ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობისა, გამოძიებამ ვერ შეძლო, რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულების აღმოჩენა და საქმე საბოლოოდ დაიხურა.

მოგვიანებით საქმე გილას ოლქის შერიფის ოფისის ცივი საქმეების განყოფილებას გადაეცა. შერიფის ოფისის განცხადებით, აღნიშნული განყოფილების შექმნა ძველი საქმეების ხელახლა გადახედვას ისახავდა მიზნად.

გამოძიების ფარგლებში ხელახლა მოითხოვეს ინფორმაცია, რაც მოიცავდა როგორც მისი გაუჩინარების გარემოებების აღწერას, ისე განახლებულ მონაცემებს მისი გარეგნობისა და ამჟამინდელი ასაკის შესახებ. შედეგად, გაუჩინარებიდან 32 წლის შემდეგ, კრისტინა ცოცხალი იპოვეს — მისი ვინაობა ოფიციალურად დადასტურებულია.

შერიფის ოფისის განცხადებით, „კრისტინას კონფიდენციალურობისა და კეთილდღეობის პატივისცემის გამო, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გამოქვეყნდება“.

წყარო