შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გრიგოლ ბესელია პოლიციაში აღარ მუშაობს. უწყებაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება კორუფციის თემას უკავშირდება.
შეგახსენებთ, ის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო. ბესელია ამაღლობელის დაკავების დროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2025 წლის მაისში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
მან "ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხვისას ასე აღწერა მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისადმი სილის გაწვნის ეპიზოდი: “ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის… სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“.
იხილეთ ასევე: