უკვე ოცდათხუთმეტი წელია, რუსეთის სატელევიზიო არხებსა და პრესაში, ასევე, სოციალურ ქსელებში, სისტემატურად ვრცელდება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული დეზინფორმაცია საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ. ანტიქართული პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება აქამდე რუსეთის სპეცსამსახურების ფარული “დირიჟორობით” მიმდინარეობდა, უკანასკნელ პერიოდში კი "კრემლის“ დაგეშილი "ცერბერები“ უკვე საკუთარ ვებგვერდებზე თავად ავრცელებენ ტყუილსა და მონაჩმახს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.ამ სპეცოპერაციების მთავარი მიზანი საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებაა. ადრე რუსეთის სპეცსამსახურების "ყურები“ შორიდან ჩანდა, ახლა კი ისინი უკვე აღარ ინიღბებიან "სამხრეებიანი ჟურნალისტ/ექსპერტ/ანალიტიკოსების“ სტატია/ოპუსებით და თავად ავრცელებენ დეზინფორმაციას. რა არის ეს: ახალი ტაქტიკა თუ სრული უმეცრება და არაპროფესიონალიზმი? ამ დროს რამდენადაა გათვალისწინებული დეზინფორმაციის პროცესის სპეციფიკა? რამდენად ეფექტიანია "ჩეკას“ მემკვიდრეების ეს სიახლე?
მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურის საქმიანობა ადამიანების მანიპულირებასა და ტყუილზეა აგებული, რაც ეროვნული ინტერესების დაცვით მართლდება. დეზინფორმაცია “ფსიქოლოგიური ომის” მთავარი იარაღია. სოციალურ ქსელებში ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში აბსოლუტური ლიდერია. ჩვენი ქვეყანაც მრავალჯერ გამხდარა მათი დეზინფორმაციული შეტევების მთავარი ობიექტი.
ერთ-ერთი ამგვარი, ჩემი აზრით, სრულიად უსუსური ტყუილი და პროფესიული თვალსაზრისით მცდარი "ინფორმაცია“, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესსამსახურმა 31 მარტს ოფიციალურ ვებგვერდზე (!!!) განათავსა... გააგრძელეთ კითხვა