"პალიტრანიუსის“ გადაცემა "360“-ში ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ წმინდა სინოდის სხდომაზე და პატრიარქის არჩევის წესზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის აპირებს მხარი დაუჭიროს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ მოსაყდრედ გამორჩეულ მეუფე შიოს.
მეუფე სტეფანეს თქმით, პატრიარქობის კანდიდატების "ასაკთან დაკავშირებით დაზუსტება უშალოდ კანდიდატების დასახელების წინ მოხდება“.

ხოლო განათლებასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ მოქმედება მოუწვეთ მართვა-გამგეობის დებულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც, "კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამთავრებული სასულიერო სემინარია, აკადემია ან საერო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი“.
შეგახსენებთ, დღეს გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც 6 საათი გაგრძელდა.