ავტორი:

ტრამპის პოსტები და "შავი ოქრო": აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს ამჯერად ჰორმუზის სრუტის "მალე გახნას" და ნავთობის "შადრევანს" ჰპირდება

ტრამპის პოსტები და "შავი ოქრო": აშშ-ის პრეზიდენტი მსოფლიოს ამჯერად ჰორმუზის სრუტის "მალე გახნას" და ნავთობის "შადრევანს" ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს დილით თავის სოციალურ ქსელში (Truth Social) გამოაქვეყნა მორიგი პოსტი, რომელსაც მრავალი ექსპერტი და პოლიტიკოსი უკვე დიდი ხანია და ღიად უწოდებს ნავთობის ფასით მანიპულირების მცდელობას.

"კიდევ ცოტაც და ჩვენ შევძლებთ იოლად გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, ავიღოთ ნავთობი და ვიშოვოთ უზარმაზარი ფული. ეს იქნება ნავთობის "შადრევანი“ მსოფლიოსთვის?“ - დაწერა ტრამპმა.

ნავთობის ბაზარმა ამ "შადრევანს“ საკმაოდ "უხალისოდ" უპასუხა:

Brent-ის მარკის ნავთობის ბარელი დილით სამი დოლარით გაიაფდა, თუმცა ძალიან მალე ძველ ნიშნულს - დაახლოებით 109 დოლარს დაუბრუნდა.

ამავდროულად, სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჰორმუზის სრუტე დასავლური ქვეყნის სავაჭრო გემმა გადაკვეთა. სააგენტოსა და Marinetraffic-ის მონაცემებით, ფრანგული კორპორაციის, CMA CGM-ის გემმა ომანის სანაპიროს გასწვრივ, სრუტის ირანის საპირისპირო მხარეს გაიარა. რა ტვირთი იყო გემზე, უცნობია.

გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, იმავე მარშრუტით იაპონურმა ტანკერმაც გაიარა.

ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეუშლის ხელს სპარსეთის ყურიდან ოკეანეში იმ გემების გასვლას, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მის მოწინააღმდეგეებთან - ისრაელთან და აშშ-სთან. ბოლო დღეებში სრუტეს დღეში დაახლოებით ორი ათეული გემი გადის, რაც რამდენჯერმე ნაკლებია ომამდელ მაჩვენებელზე.