ავტორი:

ირანში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ამ დრომდე ეძებენ - თეირანი ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც ეკიპაჟის წევრებს ცოცხლად შეიპყრობს

ირანში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ამ დრომდე ეძებენ - თეირანი ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც ეკიპაჟის წევრებს ცოცხლად შეიპყრობს

ირანში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ამ დრომდე ეძებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ირანის მიერ ჩამოგდებული F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, ირანმა ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ეკიპაჟის წევრის ცოცხლად შეპყრობას მოახერხებს.

შეგახსენებთ, პარასკევს ირანმა F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელებმა იპოვეს და გადაარჩინეს, ხოლო მეორე წევრის მდებარეობისა და მდგომარეობის სტატუსი უცნობია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი, A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო. თვითმფრინავი F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მას ირანმა ცეცხლი გაუხსნა. თვითმფრინავი ქუვეითის საჰაერო სივრცეში ჩამოვარდა, ხოლო პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.

ასევე, ირანმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულ Blackhawk-ის ტიპის ორ ვერტმფრენს მოარტყა. ვერტმფრენებმა ირანის საჰაერო სივრცის დატოვება მოახერხეს, ხოლო ეკიპაჟის წევრები მსუბუქად დაშავდნენ.

წაიკითხეთ ასევე: