ავტორი:

ირანმა შუამავალი ქვეყნის მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება მიიღო, თუმცა უარი განაცხადა - რა ხდება კონფლიქტის ზონაში

ირანმა შუამავალი ქვეყნის მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება მიიღო, თუმცა უარი განაცხადა - რა ხდება კონფლიქტის ზონაში

ირანმა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე უარი განაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ირანული მედია წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება ოთხშაბათს ერთ-ერთი შუამავლის მეშვეობით მიიღო.

წყარომ არ დააკონკრეტა, თუ რომელმა ქვეყანამ გადასცა თეირანს ვაშინგტონის წინადადება.

მანამდე, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ასევე, თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ისლამაბადში უახლოეს დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არ არის.

წაიკითხეთ ასევე: