შაილო ჯოლი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. 19 წლის მოცეკვავემ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია მას შემდეგ, რაც ახალი მუსიკალური ვიდეოს თიზერში გამოჩნდა - ყველა აღნიშნავს, რომ შაილო საოცრად ჰგავს დედას, ანჯელინა ჯოლის.
ვიდეო გადაღებულია K-pop მომღერლის, დაიონგის ახალი სინგლისთვის „What's a Girl to Do“, რომლის პრემიერაც 7 აპრილს არის დაგეგმილი.

"შეხედე შაილოს. საოცარია იმის დანახვა, თუ როგორ მიჰყვებიან ენჯის შვილები მის კვალს“, — დაწერა X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
"სიტყვასიტყვით, დედის ასლია, ღმერთო ჩემო“, — ვკითხულობთ კიდევ ერთ კომენტარში.

ჯოლი და პიტი - რომლებიც 2016 წელს დაშორდნენ და მას შემდეგ რვა წელია, განქორწინების პირობებს ათანხმებენ, სულ 6 შვილის მშობლები არიან.
ცნობისთვის, შაილოს ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან, ბრედ პიტთან. როდესაც 18 წლის გახდა, მან უარი თქვა მამის გვარზე. წყაროს ინფორმაციით, რომ პიტი ახლა ყველაფერს აკეთებს შვილთან ურთიერთობის გამოსასწორებლად.