ავტორი:

აშშ-მა რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი სანქციების სიიდან ამოიღო

აშშ-მა რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი სანქციების სიიდან ამოიღო

აშშ-მა რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი სანქციების სიიდან ამოიღო, - განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

  • აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადების თანახმად, დეპარტამენტმა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები 3 აპრილს მოუხსნა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ზადორნოვისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის ცვლილებას არ წარმოადგენს.

ასევე, კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის თხოვნით აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს მიმართა.

ცნობისთვის, ზადორნოვი რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 1997-1999 წლებში იკავებდა, ხოლო აშშ-მა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაასანქცირა.