ავტორი:

საფეხბურთო სტადიონის წინ მომხდარი ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა - "ჩამოინგრა კედლისა და კონსტრუქციის ნაწილი"

საფეხბურთო სტადიონის წინ მომხდარი ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა - "ჩამოინგრა კედლისა და კონსტრუქციის ნაწილი"

პერუს დედაქალაქ ლიმაში ადგილობრივი საფეხბურთო სტადიონის წინ მომხდარი ინციდენტი ტრაგედიით დასრულდა — დაიღუპა ერთი გულშემატკივარი, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ესტადიო ალეხანდრო ვილანუევას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ასობით ადამიანი იყო შეკრებილი მატჩის დაწყებამდე.

  • ოფიციალური პირები ინციდენტის მიზეზებს იძიებენ. პირველადი ინფორმაციით, სტადიონის კედლისა და კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა, რამაც პანიკა და არეულობა გამოიწვია.

პერუს ჯანდაცვის მინისტრმა, ხუან კარლოს ველასკო გერერომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაშავებულია 47 ადამიანი, რომელთაგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

სახანძრო სამსახურის უფროსმა, მარკოს პახუელო-მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სტადიონის სამხრეთ ტრიბუნების სტრუქტურა დაზიანებული არ არის. მიუხედავად მომხდარისა, საფეხბურთო ლიგის ინფორმაციით, შაბათ საღამოს დაგეგმილი მატჩი გეგმის მიხედვით მაინც ჩატარდება.

ამასთან, პერუს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ინციდენტის გარემოებებს იძიებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „სპორტულ ღონისძიებებზე ყველა დამსწრის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვის ვალდებულებას“.

წყარო