"ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება" - ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" განცხადებაშია ნათქვამი.
"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია.თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის" - ნათქვამია თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გუშინ მოხდა ეს უბედურება, სავარაუდოდ გაზის გაჟონვით არიან მოწამლულები და დაღუპულებო. ნახეს ბინაში გათიშულები ორივე. ძალიან ლამაზი და ბედნიერი წყვილი იყო. შარშან იქორწინა შაკომ ელენეზე. ჩვენს თვალწინ გაზრდილია, 22 წლის იყო შაკო. ზაჰესში ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუღლე შეირთო, გადავიდნენ ვარკეთილში და იმ ბინაში დატრიალდა ეს უბედურება. სიტყვები უძლურია ამ დროს. თავზარდაცემულები ვართ ამ ამბით. გუშინ გვიანობამდე ჯერ კიდევ პროზექტურაში იყო ცხედრები. უდიდესი ტრაგედიაა მომხდარი. დანარჩენი დეტალები ჯერ არ ვიცი" - გვიყვებოდნენ წყვილის ახლობლები.