ავტორი:

სროლა ვაზისუბანში - დაჭრილია ერთი პირი: რა დეტალებია ცნობილი

სროლა ვაზისუბანში - დაჭრილია ერთი პირი: რა დეტალებია ცნობილი

თბილისში, ვაზისუბანში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

  • ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.