აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ, დედამიწის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც Orion-ის კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟმა მთვარისკენ მიმავალ გზაზე გადაიღო.

სურათზე დედამიწა ატლანტის ოკეანის მხრიდან ჩანს.
მარცხნივ და ქვემოთ საჰარის უდაბნო და პირენეის ნახევარკუნძული ჩანს; მარჯვნივ და ზემოთ სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.
როგორც NASA განმარტავს, დედამიწის "ქვემოთ“ და მარჯვნივ მდებარე ვარსკვლავი ვენერაა.