ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის მოკლული მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის დისშვილი და მისი შვილი დააკავეს.
სოლეიმანი, რომელიც ირანის ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, 2020 წელს ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმის დროს მოკლეს - თავდასხმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
2015 წელს აშშ-ში ტურისტული ვიზით შესვლის შემდეგ, 2019 წელს, აფშარ სოლეიმანს თავშესაფარი მიენიჭა, ხოლო 2021 წელს მწვანე ბარათის მფლობელი გახდა.
2025 წელს, როცა მან უკვე ნატურალიზაციის განაცხადი შეიტანა, აღმოჩნდა, რომ ირანს ამ პერიოდში ოთხჯერ ეწვია. "მისი ვიზიტები ირანში აჩვენებს, რომ მოთხოვნა თავშესაფრის შესახებ, თაღლითური იყო", - განაცხადეს აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აფშარი "ირანის ტერორისტული რეჟიმის აშკარა მხარდამჭერია და სოციალური ქსელის საშუალებით ამ რეჟიმის პროპაგანდას ეწეოდა".