ისრაელის საჰაერო ძალებმა გასული დღის განმავლობაში დასავლეთ და ცენტრალურ ირანში ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის 120-ზე მეტი სამიზნეს დაარტყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განადგურებული თავდაცვითი სისტემები საფრთხეს უქმნიდა ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს და მათი განადგურება ხელს უწყობს ისრაელის საჰაერო ძალების საჰაერო უპირატესობის შენარჩუნებას ცაში“, - აღნიშნული ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში.