ავტორი:

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგური „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებული იყო.

ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მგზავრთა მომსახურებას განაგრძობს.