უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის გაჭიანურებულმა ომმა, შესაძლოა, ამერიკის მიმართ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეამციროს, რადგან ვაშინგტონის გლობალური პრიორიტეტები იცვლება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე დიდ შეშფოთებას Patriot-ის რაკეტები იწვევს, რომლებიც აუცილებელია რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭრელად, რადგან უკრაინას ჯერ კიდევ არ გააჩნია ეფექტური ალტერნატივა.
"ვფიქრობ, რომ პაკეტი, რომელიც ჩვენთვის არც ისე დიდია, დღითიდღე უფრო და უფრო შემცირდება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, გვეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.