ჩაშლილი ფრენის გამო, მგზავრები -10 გრადუს ყინვაში, კუნძულზე 2 დღით ჩარჩნენ - რას ჰყვებიან ლონდონიდან აშშ-ში მიმავალი მგზავრები

ჩაშლილი ფრენის გამო, მგზავრები -10 გრადუს ყინვაში, კუნძულზე 2 დღით ჩარჩნენ - რას ჰყვებიან ლონდონიდან აშშ-ში მიმავალი მგზავრები

BBC-ის ცნობით, მგზავრები ორი დღის განმავლობაში -10 გრადუს ყინვაში დარჩნენ მას შემდეგ, რაც ფრენისას კატასტროფა შეემთხვათ.

ჯონ შიპმანი ოჯახთან ერთად ლონდონიდან ტეხასში მიემგზავრებოდა, როცა მათი მოგზაურობა კოშმარად იქცა. ფრენის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ მგზავრებს შემაძრწუნებელი ამბავი შეატყობინეს და უთხრეს, რომ თვითმფრინავი "გადაუდებელი შემთხვევის გამო" კანადის კუნძულოვან პროვინციაში, ნიუფაუნდლენდში საგანგებო დაშვებას განახორციელებდა.

დაშვების შემდეგ მგზავრები თვითმფრინავში 3 საათის განმავლობაში იყვნენ გამოკეტილები. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა და მათ ახალი პრობლემა დაატყდათ თავს: ტექნიკური პრობლემის გამო თვითმფრინავს ფრენის გაგრძელება აღარ შეეძლო.

ავიაკომპანიამ გაღიზიანებული მგზავრები ადგილობრივ სასტუმროში ბარგის გარეშე შეუშვა, რამაც კიდევ უფრო მეტი ბრაზი გამოიწვია მათში, რადგან 31 მარტს სენტ-ჯონსში ტემპერატურა -10 გრადუსს აღწევდა.

მომდევნო დღეს მგზავრებს აეროპორტში დაბრუნება სთხოვეს, თუმცა უკვე იქ მისულებს შეატყობინეს, რომ რეისი კვლავ გაუქმდა. საბოლოოდ, მგზავრებმა 2 დღის შემდეგ შეძლეს აშშ-ში გამგზავრება.

ავიაკომპანიამ მგზავრებს გადადებული ფრენისთვის 500-ფუნტიანი ვაუჩერები შესთავაზა, თუმცა ჯონ შიპმენი მაინც არ მალავდა გაღიზიანებას და აცხადებდა, რომ მის ოჯახს მთელი შვებულება ჩაამწარეს: "წარმოუდგენელია.. ყველა გაღიზიანებული იყო. ყველაზე მეტად ინფორმაციის სიმწირემ დაგვღალა. შეეძლოთ, რომ პირდაპირ ეთქვათ ჩვენთვის, რაც ხდებოდა, გვესმის, რომ სამედიცინო საჭიროება ასე მოითხოვდა, ტექნიკური შეფერხებაც გასაგებია, მაგრამ ისინი ჩვენს მოტყუებას განაგრძობდნენ.."

წყარო: bbc.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა