ულამაზესი სანახაობა კალიფორნიაში, "კორგების ყველაზე პომპეზურ წვეულებაზე“ - ოთხფეხა მეგობრებმა სომბრეროები, სათვალეები და სხვადასხვა კოსტიუმები წარმოადგინეს (ფოტო)

ულამაზესი სანახაობა კალიფორნიაში, "კორგების ყველაზე პომპეზურ წვეულებაზე“ - ოთხფეხა მეგობრებმა სომბრეროები, სათვალეები და სხვადასხვა კოსტიუმები წარმოადგინეს (ფოტო)

შაბათს კალიფორნიაში, ჰანტინგტონ ბიჩზე კორგის ჯიშის ძაღლების ყოველწლიური ფესტივალი მოეწყო - წვეტიანი ყურებისა და მოკლე ფეხების მქონე საყვარელი ოთხფეხა არსებების ტალღამ მთელი სანაპირო მოიცვა.

  • ენერგიული კორგები და მათი პატრონები ქვიშიან სანაპიროზე "კორგების ყველაზე პომპეზური წვეულება პლანეტაზე" სახელით ცნობილმა ფესტივალმა გაიყვანა, რომელიც 2012 წლიდან წელიწადში ორჯერ იმართება.

წლევანდელი ფესტივალის თემატიკა “Tiki Beach Pawty” (ასევე "Big Corg-huna Energy") ფესტივალს ტროპიკულ ელფერს აძლევდა.

ოთხფეხა მეგობრებს პატრონებმა პაწაწინა სომბრეროებით დაწყებული, სააღდგომო კურდღლის ყურებითა და დიდი ზომის სათხილამურო სათვალეებით დამთავრებული, ყველაფერი მოარგეს.

ზოგიერთი კორგი პატრონებთან ერთად იოგას სესიებით, მასაჟებით და თბილი სამხრეთ კალიფორნიის მზეზე წოლით დატკბა.

ღონისძიების მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო კორგის კოსტიუმების კონკურსი.

უელსური კორგი (სრული სახელი - უელშ კორგი პემბროკი) მწყემსი ძაღლის ჯიშია, რომლის სახელიც "ჯუჯა ძალს" ნიშნავს. ფოლკლორის თანახმად, ელფები და ფერიები ოდესღაც კორგებზე ისხდნენ და ასე მოგზაურობდნენ.

მეგობრული ხასიათითა და ინტელექტით ცნობილ კორგებს სამეფო აკრედიტაციაც აქვთ: დედოფალ ელისაბედ II-ს სიცოცხლეში 30-ზე მეტი ჰყავდა, რამაც ძაღლების ამ ჯიშს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა