“აშშ, ირანი და რეგიონული შუამავლების ჯგუფი ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის პირობებს განიხილავენ, რამაც შეიძლება ომის სამუდამოდ დასრულება გამოიწვიოს“, - ინფორმაციას Axios-ი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ აშშ ირანთან “ღრმა მოლაპარაკებებს აწარმოებს“ და რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია სამშაბათამდე, მის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე.
“დიდი შანსია, მაგრამ თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, მე იქ ყველაფერს ავაფეთქებ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ ინფორმირებული ოთხი წყაროს განცხადებით, მოლაპარაკებები პაკისტანელი, ეგვიპტელი და თურქი შუამავლების მეშვეობით, ასევე ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში ირანს რამდენიმე წინადადება წარუდგინა, თუმცა ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ისინი არ მიიღეს.
წყაროების ცნობით, შუამავლები მხარეებთან განიხილავენ ორფაზიანი შეთანხმების პირობებს:
გამოცემის წყაროების ცნობით, შუამავლებმა ირანელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების ტაქტიკის დრო აღარ არის და ხაზი გაუსვეს, რომ მომდევნო 48 საათი მათთვის ბოლო შესაძლებლობაა შეთანხმების მისაღწევად და ქვეყნისთვის მასობრივი განადგურების თავიდან ასაცილებლად.
Axios-ი წერს, რომ ირანელი ოფიციალური პირები საჯაროდ კვლავ უკიდურესად მკაცრ პოზიციას იკავებენ და უარს აცხადებენ ნებისმიერ დათმობაზე. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა კვირას განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება ომამდე მდგომარეობას არასდროს დაუბრუნდება, განსაკუთრებით აშშ-სა და ისრაელისთვის.
იხილეთ ასევე: