ავტორი:

გერმანიაში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვარგარეთ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის სამხედრო ნებართვის აღება დასჭირდებათ

გერმანიაში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვარგარეთ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის სამხედრო ნებართვის აღება დასჭირდებათ

გერმანიის სამხედრო სამსახურის შესახებ ახალი კანონის თანახმად, 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებმა საზღვარგარეთ ხანგრძლივი ვადით ყოფნისთვის სახელმწიფოსგან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ.

  • სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის შესახებ კანონი, რომელიც 1 იანვარს შევიდა ძალაში, მიზნად ისახავს თავდაცვის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წარმოქმნილი საფრთხეების გამო.

როგორ BBC წერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს ახლა უკვე მოეთხოვებათ წინასწარი ნებართვის მიღება იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ღონისძიების მიზანია “სანდო და ეფექტური სამხედრო რეგისტრაციის სისტემის უზრუნველყოფა“.

“საგანგებო სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის შეუძლია საზღვარგარეთ ხანგრძლივი ვადით დარჩენა“, - თქვა მან.

სამხედრო სამსახურის მოდერნიზაციის შესახებ კანონი ითვალისწინებს გერმანიის არმიის რაოდენობის დაახლოებით 180,000-დან 260,000-მდე გაზრდას 2035 წლისთვის. 2027 წლის ივლისიდან მათ ასევე მოეთხოვებათ ფიზიკური მომზადების შეფასების ჩაბარება, რათა დადგინდეს მათი ვარგისიანობა ომის შემთხვევაში.

ქალებს შეუძლიათ ჯარში ჩარიცხვა, თუმცა გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, ეს ნებაყოფლობითია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2011 წელს, მაშინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის მმართველობის დროს გაუქმდა.

წყარო