ავტორი:

კამბოჯაში გახსნეს ცნობილი ვირთხის ძეგლი, რომელმაც ქვეყანაში 100-ზე მეტი ნაღმი აღმოაჩინა - მღრღნელი, სახელად მაგავა ასაფეთქებელ ნივთიერებებს სუნით ცნობდა

კამბოჯაში გახსნეს ცნობილი ვირთხის ძეგლი, რომელმაც ქვეყანაში 100-ზე მეტი ნაღმი აღმოაჩინა - მღრღნელი, სახელად მაგავა ასაფეთქებელ ნივთიერებებს სუნით ცნობდა

პარასკევს, 4 აპრილს, ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, კამბოჯის ქალაქ სიემ რიპში, მღრღნელის ქანდაკება გაიხსნა - ქანდაკება მაგავას, ცნობილი მღრღნელის ხსოვნას მიეძღვნა, რომელმაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში 100-ზე მეტი ნაღმი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინა.

გაეროს მონაცემებით, კამბოჯაში ნაღმები კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება. მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ტერიტორიებზე, რომლებიც აუფეთქებელი საბრძოლო მასალითაა დანაღმული.

  • მაგავა, აფრიკული გიგანტური ტომრიანი ვირთხა, ბელგიური საქველმოქმედო ორგანიზაციის APOPO - ს მიერ იყო გაწვრთნილი.

მისი მთავარი იარაღი გამორჩეული ყნოსვა იყო. სპეციალური მომზადების შედეგად მაგავა ასაფეთქებელ ნივთიერებებში ქიმიურ ნაერთებს ცნობდა და ადამიანებს ატყობინებდა ნაღმების მდებარეობას, რათა მათი უსაფრთხოდ განეიტრალება მომხდარიყო.

  • საქმიანობის განმავლობაში მან 141 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გაასუფთავა — რაც დაახლოებით 20 საფეხბურთო მოედანს უდრის.

"ძაღლები და ვირთხები სხვა ცხოველებთან შედარებით უკეთესად იწვრთნებიან," - ამბობს ალბერტო საკარია, APOPO-ს ტექნიკური კვლევის ძაღლების ჯგუფის ზედამხედველი. მისივე თქმით, ისინი მეგობრულები არიან და ადვილად ეჩვევიან ბრძანებებს.

2020 წელს მაგავას “მოვალეობისადმი და სიცოცხლის გადარჩენისადმი ერთგულებისთვის“ ოქროს მედალი გადაეცა. იგი 2022 წელს გარდაიცვალა.

APOPO-ს კამბოჯის პროგრამის მენეჯერმა განაცხადა, რომ მღრღნელის ძეგლი “საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეხსენებაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“.

წყარო