6 აპრილს, გამთენიისას უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას დრონებით შეუტია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით 50 დრონი ჩამოაგდეს. მასშტაბური თავდასხმის ობიექტი გახდა ნოვოროსიისკი .
“კვირას, 23:00 საათიდან ორშაბათს, დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის განგაშის სისტემებმა გაანადგურეს 50 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - ციტირებს “ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის განცხადებით ნოვოროსიისკში 8 ადამიანი დაშავდა.
“დაშავებულებიდან ორი, კერძო სახლში მცხოვრები ბავშვი და ერთი ზრდასრული. დანარჩენი სამი საცხოვრებელი კორპუსის მკვიდრი იყო. ორი ადამიანი ყაბარდინკასა და ნოვოროსიისკის სოფელს შორის გზატკეცილზე იმყოფებოდა. ყველა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

კონდრატიევის თქმით, დრონებით თავდასხმის შედეგად ნოვოროსიისკში ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და ორი კერძო სახლი დაზიანდა.
კერძოდ, დაზიანდა ცემესის ყურეში მდებარე შესხარისის გადამზიდავი კომპლექსი - ეს სამხრეთ რუსეთში ყველაზე დიდი ნავთობტერმინალია.
ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულის შესახებ განაცხადა.
ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
ამასთანავე, ცნობილი ხდება რომ რუსეთმა საპასუხო დარტყმა განახორციელა ოდესაზე. მასირებულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულებს შორის არის მცირეწლოვანი.
იხილეთ ასევე: