ავტორი:

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაღუპულებს შორის არის მცირეწლოვანი, გადამწვარია საცხოვრებელი უბნები: რა ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული მედია

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაღუპულებს შორის არის მცირეწლოვანი, გადამწვარია საცხოვრებელი უბნები: რა ინფორმაციას აქვეყნებს უკრაინული მედია

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული ობიექტები. მრავალჯერადმა დარტყმებმა ხანძარი გამოიწვია კერძო სახლებში, საერთო საცხოვრებელში და ბავშვთა დაწესებულებაში. ასევე დაიწვა მანქანები. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ მეტი ადამიანი იყოს“, - დასძინა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

  • ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით რუსებმა ქალაქის პრიმორსკის და კიევის რაიონებში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.

“თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ასევე ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, - აღნიშნა ლისაკმა.

მისი ინფორმაციით, პრიმორსკის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კომპლექსი და შვიდი კერძო სახლი. კიევის რაიონში კი ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი, კერძო საბავშვო ბაღი, მაღაზია და 27 ავტომობილი.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ რუსეთს 141 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რომელთაგან 114 “ჩამოაგდეს ან ჩაახშეს“.

იხილეთ ასევე: