ირანში აცხადებენ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, მისი თქმით, ირანი შეთანხმების მიღწევის მიზნით ზეწოლას ან დაკისრებულ საბოლოო ვადებს არ დაემორჩილება.
ირანელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის მზად არ არის.
ამასთან, ბაგაის თქმით, „მოლაპარაკებები ულტიმატუმებთან და ომის დანაშაულების ჩადენის მუქარასთან შეუთავსებელია“.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი შუამავლების მიერ შემუშავებული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმას განიხილავენ.