ირანმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და აშშ-ის წინადადებაზე პასუხი პაკისტანს გადასცა, - ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის საპასუხო წინადადება 10 პუნქტისგან შედგება.
ირანის პასუხი რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულებას, ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გავლის პროტოკოლის შექმნას, თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნასა და რეკონსტრუქციას მოიცავს.