ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს დავიტოვებდი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკელ ხალხს ომის დასრულება სურს და მას კი სურს, რომ ისინი "კმაყოფილები“ იყვნენ.
ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად საბოლოო ვადა სამშაბათია.
"ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ ისინი იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ. ირანში რეჟიმის სრული ცვლილება განხორციელდა. ახლა იქ მყოფი ადამიანები გაცილებით გონივრულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც პირველი და მეორე ფაზის დროს იყვნენ. ისინი, ვისთანაც ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, გაცილებით გონივრული ადამიანები არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.