ავტორი:

"დღეს ირანში ყველაზე დიდი მასშტაბის დარტყმები განხორციელდება" - პიტ ჰეგსეთი

"დღეს ირანში ყველაზე დიდი მასშტაბის დარტყმები განხორციელდება" - პიტ ჰეგსეთი

დღეს ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანში ყველაზე დიდი მასშტაბის დარტყმები განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ხვალ დღევანდელზე კიდევ უფრო მეტი. ირანს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მან ჭკვიანური არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან ეს პრეზიდენტი არ ხუმრობს“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაციის შემდეგ "ირანის შეიარაღებული ძალები შერცხვენილი და დამცირებულია“.

"პილოტების ჩამოვარდნის მომენტიდან ჩვენი მისია არ შეჩერებულა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.