Artemis II-ის მისიამ კაცობრიობის ისტორიაში დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილს მიაღწია და რეკორდი მოხსნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული დისტანცია ყველაზე შორ მანძილს წარმოადგენს, რომლითაც ადამიანი დედამიწას დაშორებია.
შემოფრენა დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც მცირე ხნით ეკიპაჟთან კომუნიკაცია გაწყდება, რადგან მთვარე NASA-სთან კავშირს დაბლოკავს.