ავტორი:

მამა-შვილი გააშიშვლეს, სასტიკად სცემეს - ინდოეთში 9 პოლიციელს სიკვდილი მიუსაჯეს

მამა-შვილი გააშიშვლეს, სასტიკად სცემეს - ინდოეთში 9 პოლიციელს სიკვდილი მიუსაჯეს

ინდოეთში ცხრა პოლიციელს სიკვდილი მიუსაჯეს - მათ 2020 წელს, პატიმრობაში მყოფი მამა-შვილის მკვლელობა ედებათ ბრალად.

  • 58 წლის ჯეიარაჯი და მისი 38 წლის ვაჟი, ბენიქსი Covid-19-ის პანდემიის პერიოდში დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ კარანტინის წესების დარღვევა. დაკავებიდან რამდენიმე დღეში ორივე ციხეში გარდაიცვალა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელებმა დაკავებულები ერთმანეთის თვალწინ გააშიშვლეს და სასტიკად სცემეს.

მოსამართლის შეფასებით, ეს იყო "ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და განზრახ მკვლელობა."

ბრალდებულებს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვთ.

  • საქმეს საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა – ტამილნადუს შტატში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იღებდნენ მონაწილეობას. საქმეზე თავდაპირველად ათი პოლიციელი იყო დაკავებული, თუმცა ერთ-ერთი მათგანი 2020 წელს Covid-19-ით გარდაიცვალა.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება პატიმრობაში. მათი შეფასებით, ეჭვმიტანილებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად წამება და ფიზიკური ძალადობა სისტემურ პრობლემად არის ქცეული.

წყარო