“ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ქმედუუნაროა და სამედიცინო მკურნალობას წმინდა ქალაქ ყუმში გადის“, - The Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია დიპლომატიურ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-სა და ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს გაუზიარეს.
“მოჯტაბა ხამენეი ყუმში მძიმე მდგომარეობაში მკურნალობს და რეჟიმის რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეუძლია“, - აღნიშნულია ჩანაწერში.
ირანმა მარტში დაადასტურა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ომის პირველივე დღეს იმავე საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა, რომლის დროსაც მისი მამა, დედა, მეუღლე ზაჰრა ჰადად-ადელი და ერთ-ერთი ვაჟი დაიღუპნენ. ომის დაწყებს შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არასდროს გამოჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ მარტის დასაწყისში ის მამამისის მემკვიდრედ აირჩიეს. წყარო
იხილეთ ასევე: