ავტორი:

“თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებს შეაჩერებს, მზად ვართ სარკისებურად ვუპასუხოთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

“თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმებს შეაჩერებს, მზად ვართ სარკისებურად ვუპასუხოთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები შეწყვიტოს, თუ ოკუპანტები საპასუხო ზომებზე დათანხმდებიან.

  • მისი განმარტებით, უკრაინის წინადადება რუსულ მხარეს ამერიკელების მეშვეობით გადაეცა.

“თუ რუსეთი მზად იქნება, შეაჩეროს თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე, მზად ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ. რუსულ მხარეს ჩვენი ეს წინადადება აქვს - ამერიკელების მეშვეობით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც თავიანთი მეთოდებით - შესაბამისი სანქციებით, ტანკერების შეჩერებით და რუსეთისთვის თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვით - ოკუპანტებზე ზეწოლას აგრძელებენ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს, რასაც რუსები ნავთობით შოულობენ, ომს მოახმარენ.

“ამიტომ, ყველა შეზღუდვა, რასაც მათი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობაზე ვაწესებთ, სწორი საქციელია,“ - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ირანში ომის გამო, რუსეთს, როგორც ნავთობის ქვეყანას, მეტის შოვნა სურს, მაგრამ უკრაინული დრონები და რაკეტები მის ამის შესაძლებლობას ზღუდავს.