ავტორი:

“მარნეულის მერის ძმამ ნიღბიან ბანდასთან ერთად სასტიკად სცემა მოქალაქეს...“ - დანაშაულის რა სკანდალურ დეტალებს ავრცელებს სამირა ბაირამოვა?

“მარნეულის მერის ძმამ ნიღბიან ბანდასთან ერთად სასტიკად სცემა მოქალაქეს...“ - დანაშაულის რა სკანდალურ დეტალებს ავრცელებს სამირა ბაირამოვა?

ცნობილი ხდება, რომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

ქენან ისმაილოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად სოციალურ ქსელში აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერის ძმამ, სხვა პირებთან ერთად, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა.

სამირა ბაირამოვა ძალადობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

“მარნეულის მერის ძმამ თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად მარნეულში სასტიკად სცემა მოქალაქეს.

მერის ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაზე მეტია ქალაქში ქაოსს ქმნიან. მათ, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელოვნურად გაზარდეს პურის ფასი და სხვა მეწარმეებსაც აიძულებდნენ იგივე გაეკეთებინათ. ერთ ერთი პირადად დამიკავშირდა. ვინც არ დაემორჩილა დღეს ერთ-ერთი მათგანი სასტიკად არის ნაცემი.

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაქსის მძღოლმა მომაწოდა დღეს გამთენიისას, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისი შეტყობინება სპამში მოხვდა და დროულად არ მინახია. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც პოლიციაში სურდა საჩივრის შეტანა. ვთხოვ დაზარალებულს და მის ოჯახს რომ აუცილებლად მიეცით ინფორმაცია მედიას - ეს იქნება თქვენი ბერკეტი. ვერ დამალავენ ფაქტსა და ძალადობას. უნდა დასრულდეს ეს ქვეყანაში თანამდებობის პირების “დაცვა.”

როგორც მითხრეს ახლა ადგილზე მარნეულის პოლიციაში იმყოფებიან ასევე თავად მერი, მისი მოადგილე და პარლამენტის დეპუტატი, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი პროცესში პირდაპირ არიან ჩართულნი. ეს არის სერიოზული სიგნალი, რომ ქალაქში კანონის ნაცვლად გავლენები და ძალადობა მუშაობს.

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ ფაქტების ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება. კრიმინალების ადგილი ციხეა!

კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და ნებისმიერი შესაძლო ძალადობა ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება უნდა შეფასდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით,“ - წერს ბაირამოვა.

  • მოგვიანებით მან დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკავებული ქენან ისმაილოვი ნიღბიან ბანდასთან ერთად დაესხა თავს მოქალაქეს - ის ვერ დადის.

“დაკავებულია მარნეულის მერის ძმამ, ნიღბიან ბანდასთან ერთად დღეს გამთენიისას სასტიკად სცემეს მოქალაქე, რომელიც ვერ დადის.

მერის ძმას ასევე ეხმარებოდა მერიის მრჩევლის კანდიდატი.

მარნეულის პოლიციას ბოლო დღეებში კრიმინალთან ბრძოლისა და ოპერატიულობისთვის ერთი ვარსკვლავი ნამდვილად ეკუთვნის,“ - წერს ბაირამოვა.

იხილეთ ასევე: